Accessibility links

site logo site logo

რამზან კადიროვს არ სჯერა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ზაურ დადაევის ბრალეულობისა


რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ არ სჯერა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ზაურ დადაევის ბრალეულობისა. კადიროვის თქმით, დადაევი რუსეთის ნამდვილი პატრიოტია. მან ასევე აღნიშნა, რომ უნახავს დადაევი სამხედრო ვითარებაში, როცა მწვავე ბრძოლაში განადგურებულ იქნაა 15 განსაკუთრებით სახიფათო ტერორისტი“.

კადიროვმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებას, ნემცოვის მკვლელობის საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და სანქციები იქნეს შემოღებული ბოროტმოქმედებასთან კავშირში მყოფი პირების მიმართ.

ბორის ნემცოვი ვიცე-პრემიერი იყო პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს. ის მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ცდილობდა სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციური მოძრაობის შექმნას. ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მკვლელობისთვის დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ხუთ მამაკაცს ჩეჩნეთიდან, მაგრამ ნემცოვის ნათესავები და მხარდამჭერები თვლიან, რომ მკვლელობის შემკვეთები არ დასჯილან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG