Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გადმოასვენეს


გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვილილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდში გადმოასვენეს.

ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის რუსლან აბაშიძის ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გავთალისიწინებით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.

ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის იყო დაკავებული, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ინფორმაციის თანახმად, რომლის წყაროც დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლები არიან, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიიღო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით.

XS
SM
MD
LG