Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ მანაფორტს მთლიანობაში შვიდნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


პოლ მანაფორტი (სასამართლო პროცესზე გაკეთებული ჩანახატი).
პოლ მანაფორტი (სასამართლო პროცესზე გაკეთებული ჩანახატი).

ვაშინგტონში სასამართლომ სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა პოლ მანაფორტს. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნეს აშშ-ის წინააღმდეგ გარიგებაში და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების უკანონოდ ლობირებაში.

მანაფორტის ბრალდების პუნქტებს შორისაა სპეცპროკურორ რობერტ მიულერისთვის ყალბი ჩვენების მიცემა და მოწმეების დაშინება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით. პროცესის მსვლელობისას მანაფორტმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელისთვის და შეწყალება ითხოვა.

გასულ კვირაში ვირჯინიის სასამართლომ უკვე მიუსაჯა მანაფორტს თითქმის ოთხი წლით პატიმრობა საფინანსო და საგადასახადო დანაშაულებების გამო, რომლებიც მან უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად ყოფნისას ჩაიდინა.

შემოსავლების უკანონო სქემები გაიხსნა სპეცპროკურორ მიულერის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესში. მანაფორტმა აღიარა დანაშაული. აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ დონალდ ტრამპმა შეიძლება შეიწყალოს თავისი ყოფილი კონსულტანტი. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი „გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როცა მზად იქნება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG