Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს


ქეთევან ციხელაშვილი

ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 28 წლის ირაკლი კვარაცხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც ციხელაშვილმა თქვა, ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარდაცვალების ვერსიებზე ლაპარაკი ნაადრევი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა ექსპერტიზის შემდეგ.

„გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მე ვერაფერს ვერც დავაზუსტებ და ვერც უარვყოფ. ჩვენ არ გვაქვს რომელიმე თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც სარწმუნო წყარო იქნებოდა იმისთვის, რომ გვემტკიცებინა - ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ძალადობას, ამ ეტაპზე რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. საუბედუროდ, ფაქტია, რომ ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა უკანონო პატიმრობის დროს“.

ციხელაშვილის ინფორმაციით, ცხედარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეობით გადმოასვენეს.

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა ოპერატიულად, რაც მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დასადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG