ბრიტანეთის პარლამენტარებმა უარყვეს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის პერსპექტივა, რითიც გზა გაუხსნეს კიდევ ერთ კენჭისყრას, ამჯერად ბრექსიტის გადავადების თაობაზე, რათა გამოსავალი მოეძებნოს ბრიტანეთის პოლიტიკურ კრიზისს.
კენჭისყრის თანაფარდობა იყო 312-308 იმ პროექტის მხარდასაჭერად, რომელიც გამორიცხავს პოტენციურად ქაოსურ, შეთანხმების გარეშე გასვლას ევროკავშირიდან.
ორწლინახევრის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებების, და პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მიერ ორჯერ შეთავაზებული შეთანხმების უარყოფის შემდეგ, დღევანდელი კენჭისყრა კვლავ ღიად ტოვებს საკითხს, როდის, როგორ და რა პირობებით დატოვებს ბრიტანეთი ბლოკს, რომელსაც 1973 წელს შეუერთდა.
ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე მიიღეს, და გასვლის თარიღად 2019 წლის 29 მარტი დასახელდა.