Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილი მოუგვარებელი კონფლიქტის ნაწილია - პაატა ზაქარეიშვილი


„ირაკლი კვარაცხელიასსიკვდილს აქვს აშკარად პოლიტიკური ხასიათი“ და „ის გაყინული სამშვიდობო პროცესის ნაწილია“,- მიიჩნევს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი სიტყვებით კონფლიქტის მოუგვარებლობით კი მესამე ძალები არიან დაინტერესებული.

„თუ მიდის სამშვიდობო პროცესი და თუ მიდის მოლაპარაკებები ის უნდა გრძელდებოდეს ყველაფრის მიუხედავად - ეს არის ძალიან მოკლე ფორმულა. ხშირად მესამე ძალები დაინტერესებული არიან, რომ კონფლიქტი არ მოგვარდეს, არ დარეგულირდეს. ყოველთვის ცდილობენ რაღაც მოაწყონ: ტერაქტი, ჩავარდნა, გაუჩინარება, საშინელი განცახდება. ანუ გააკეთონ ნებისმიერი რამ, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ვითარებაზე. ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აქვს აშკარად პოლიტიკური ხასიათი. რომც დადგინდეს, რომ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია, ეს სიკვდილი მოუგვარებელი კონფლიქტის ნაწილია“.

პოლიტოლოგს ძნელად წარმოუდგენია, რომ ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთის ტერიტორიაზე თვითმკლელობისთვის გადასულიყო. რა ვერსიასაც აფხაზური მხარე ავრცელებს.

„მეეჭვება ირაკლი კვარაცხელია აფხაზეთის მხარეს იმიტომ გადაადგილდა, რომ იქ თავი მოეკლა. რაღაც უფრო პოლიტიკური შინაარსის ამბავი მოხდებოდა. ტატუნაშვილის სიკვდილი, ოთხოზორიას მკვლელობა ეს ყველაფერი პოლიტიკური კონტექსტის ნაწილია. აქ პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი კიდევ უფრო გაართულონ ოთხოზორიას, ტატუმაშვილის და კვარაცხელიასნაირების ბედი თუ პირიქით შეეცადონ ეს საკითხი აქციონ შემდეგი ურთიერთობების საშუალებად“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ოთხოზორიას მკვლელობას გალის შეხვედრების ფორმატის აღდგენა მოჰყვა, რაც მანამდე 2 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, მაგრამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობამ ისევ შეაჩერა ეს ფორმატი.

„გალის შეხვედრები რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ირაკლი კვარაცხელიასსაქმეზე უფრო სწრაფი რეაგირება იქნებოდა, მისი დაკავების შესახებ ოპერატიულად გავრცელდებოდა ინფორმაცია და თავიდან ავიცილებდითამ უბედურებას“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, კონფლიქტის მხარეებს შორის ახლა კონფლიქტიკი არ არის გაყინული, არამედეგ გაყინულია სამშვიდობო პროცესი.

„ვეწინააღმდეგები ტერმინს გაყინული კონფლიქტი. არ არსებობს გაყინული კონფლიქტი, კონფლიქტი გრძელდება თუ მასზე არ მოქმედებ. თუ რამეა გაყინული ეს არის გაყინული სამშვიდობო პროცესი და ის შეიძლება გალღვეს როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. ჯერ ჩვენ ურთიერთობების აღდგენასთან კი არ ვართ ახლოს არამედ ჩვენ ვშორდებით. ახლა ჩვენ სტაგნაცია კი არგვაქვს და გაჩერებულები კი არ ვართ. პროცესი მიდის სიღრმეში კონფლიქტებისკენ და არა კონფლიქტიდან გამოსვლისკენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG