Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კლანი უნდა წავიდეს“ - არასამთავრობოები პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე ამ მოთხოვნით მივიდნენ


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტებს განიხილავს, ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“.

კომიტეტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტში წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა.

პარლამენტში „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში ცვლილებების სამი კანონპროექტია ინიცირებული. მათგან ერთის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დეპუტატთა ექვსკაციანი ჯგუფი, მეორე კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიასა და 12 ოპოზიციონერი დეპუტატის ავტორობითაა მომზადებული, ხოლო მესამე „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივაა.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის განხილვის შემდეგ, 16 მარტს კანონპროექტების წამყვან იურიდიულ კომიტეტში განხილვაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG