Accessibility links

site logo site logo

კანადამ სანქციები დაუწესა „როსნეფტის“ ხელმძღვანელს და კიდევ რამდენიმე რუს მოხელეს


კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 24 მოქალაქეს უკრაინული გემებისა და ეკიპაჟების წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში განხორციელებული აგრესიის გამო. სიაში არიან „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, ეროვნული გვარდიის მეთაური გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი, „ვთბ“ ბანკისა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელები, ანდრეი კოსტინი და ვლადიმირ იაკუნინი.

მანამდე ევროკავშირმა და აშშ-მა ასევე დაუწესეს რუსეთის მოქალაქეებს სანქციები გასული წლის ნოემბერში, შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა ხელთ იგდეს სამი უკრაინული ხომალდი და ტყვეობაში აიყვანეს 24 უკრაინელი მეზღვაური.

ევროკავშირის „შავ სიაში“ აღმოჩნდნენ რუსეთის სამი სამხედრო ხომალდის მეთაურები, რომლებიც 25 ნოემბერს უკრაინული გემების დაკავებაში მონაწილეობდნენ. სიაში ასევე მოხვდნენ ანექსირებული ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის რეგიონული უშიშროებისა და სამხედრო ოლქის მაღალი ჩინის ოფიცრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG