Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგს ასცდა


ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგს ასცდა, მაგრამ მგზავრები არ დაშავებულან. შემთხვევა დღეს, 16 მარტს 17:50 წუთზე მოხდა.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია განმარტებული, „ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი-ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG