Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე ასეული პატიმარი შეიწყალა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შეიწყალა 400-მდე პატიმარი. მათ შორის რამდენიმე ოპოზიციონერია, რომლებიც ადრე პოლიტპატიმრებად მიიჩნეოდნენ.

მათ შორი სარიან ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის - „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერები, გოზელ ბაირმალლი და ფუად გაჰრამანლი, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის,„ნიდას“ ორი აქტივისტი. მათ განთავისუფლებას ესწრაფვოდნენ საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები.

გაათავისუფლეს ასევე აზერბაიჯანის ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც გაასამართლეს ეკონომიკური დანაშაულის, ნარკოტიკების შენახვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ამათ გარდა, სამი პატიმარს სამუდამო შეუცვალეს 20-დან 25 წლამდე პატიმრობით. უფრო ადრე აზერბაიჯანში გაათავისუფლეს ოპოზიციონერი ბლოგერი, მეჰმან ჰუსეინოვი.

მას ბრალდება მოუხსნეს ქვეყნის პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ მას მერ, რაც მასობრივი გამოსვლა მოეწყო ბაქოში პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. 2017 წელს ჰუსეინოვს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ცილისწამების ბრალდებით. მოგვიანებით და კოლონიის მცველზე თავდასხმა დააბრალეს.

XS
SM
MD
LG