Accessibility links

site logo site logo

ნიკოლას მადურომ მის მხარდამჭერ მთავრობას გადადგომა მოთხოვა


ნიკოლას მადურო

ვენესუელის მეთაურმა ნიკოლას მადურომ თავის მინისტრებს გადადგომა მოთხოვა. ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა. ის წერს, რომ მინისტრთა კაბინეტის სრული რესტრუქტურიზაციის მიზანია „ბოლივარის და ჩავესის სამშობლოს დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან.“

ვენესუელაში უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ოპოზიცია, მისი ლიდერის, დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მეთაურობით, ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს.

გუაიდოს მხარს უჭრენ აშშ, ევროკავშირის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა უმეტესობა, კანადა, ავსტრალია და კიდევ არაერთი ქვეყანა. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მხარდამჭერია საქართველოც.

გასული კვირის ბოლოდან ხუან გუაიდო მოგზაურობს ვენესუელის რეგიონებში, რათა მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინოს მადუროს წინააღმდეგ მორიგი, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლისთვის. გუაიდოს განცხადებით, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე მარშით დასრულდება.

17 მარტს, ვენესუელის კომპანიამ Meganálisis-მა გამოაქვეყნა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომლის თანახმად, ქვეყნის მცხოვრებთა თითქმის 89% ემხრობა მადუროს და მისი მთავრობის გადადგომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG