Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: ქალების საშუალო ხელფასი 562 ლარით ჩამორჩება კაცების ხელფასს


საქართველოში ქალების ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცების ანაზღაურებას. ინფორმაციას ამის შესახებ „საქსტატი“ აქვეყნებს. უწყების მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების - 1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

აღსანიშნავია, რომ ამავე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გენდერული სხვაობა ხელფასებს შორის 509 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG