Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რეჟისორი მარლენ ხუციევი


მოსკოვში, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი მარლენ ხუციევი, რომელიც ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესების გამო (შინაგანი სისხლდენა), 16 მარტიდან უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ბოტკინის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში.

როგორც რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირში აცხადებენ, რეჟისორი 19 მარტს, დილის 7 საათზე გარდაიცვალა გონზე მოუსვლელად.

მარლენ ხუციევი დაიბადა 1925 წელს თბილისში.

კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ვგიკ) დამთავრების შემდეგ (1950 წ) მუშაობდა ოდესის კინოსტუდიასა და მოსფილმში (1965 წლის შემდეგ).

მარლენ ხუციევს, ფელიქს მირონერთან ერთად, გადაღებული აქვს სადიპლომო ფილმი „ქალაქთმშენებლები“. ხუციევის ფილმს, „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე 1967 წელს. რეჟისორის გადაღებულია ფილმები: „ორი თედორე“ (1958), „მე ოცი წლისა ვარ“ (1964), „ივლისის წვიმა“ (1966), „ბოლოსიტყვაობა“ (1983). 1970 წელს გადაიღო მხატვრული ტელეფილმი „მაისის თვე იყო“, რომელსაც მიენიჭა პრემია პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისმა ფილმმა „მე ოცი წლისა ვარ“ მიიღო პრიზები ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე 1965 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG