Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილმა თავისი საკანონმდებლო ინიციატივის საპარლამენტო განხილვა შეაჩერა


ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შეაჩერა მის მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა.

სესიაშვილის ინიციატივაა, გადაიხედოს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლებას აძლევს თავი აარიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მის კანონპროექტს მოჰყვა სპეკულაციები მაშინ, როცა არანაირი მინიშნება ან მითითება არ არის რომელიმე კონფენსიისთვის უპირატესობის მინიჭებაზე.

სესიაშვილის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემას შეექმნა სერიოზული პრობლემა, რადგან ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს დღეს არსებულ მოცემულობას.

ირაკლი სესიაშვილის ინფორმციით, ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ კანონის მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა კონსტიტუციურ ვალდებულებას თავი არაკეთილსინდისიერად აარიდა.

„ამიტომ, ჩემი ინიციატივა ამას ეფუძნებოდა. თუმცა რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტიკურ ძალას რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, უახლოეს ხანში შეხვედრებს გეგმავს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG