Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვაში გემი გაიტაცეს


იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის თანახმად, მიგრანტთა ჯგუფმა, რომელიც დაახლოებით 120 ადამიანისაგან შედგება, თურქული სატვირთო გემი გაიტაცა. ამ გემმა ისინი მანამდე ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინა. გემი იტალიის, ან მალტის სანაპიროებისკენ მიემართება. ინფორმაციას ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

მატეო სალვინიმ მიგრანტების ქმედებას „მეკობრეობა“ უწოდა და განაცხადა, რომ გატაცებულ გემს იტალიის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვებენ.

იტალიური საინფორმაციო საშუალებების თანახმად, გემი ლიბიის სანაპიროებისკენ მიემართებოდა, რათა პორტში ღია ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები დაეტოვებინა, თუმცა ნაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მიგრანტებმა ტანკერის ეკიპაჟი აიძულეს კურსი ევროპისკენ აეღო.

მალტის სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენლის განცხადებით, ხომალდს აკვირდებიან და მას მალტის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG