Accessibility links

site logo site logo

საკონსტიტუციო სასამართლო ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელის განხილვას იწყებს


საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 28 მარტს ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელს განიხილავს. სარჩელი შეეხება დაზარალებულის უფლებას, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები.

„ჩვენ ვასაჩივრებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის თ პუნქტის შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ვითხოვთ დაზარალებულებს ჰქონდეთ უფლება არა მხოლოდ სიტყვიერად მიიღონ ინფორმაცია პროკურორის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არამედ მიეცეთ შესაძლებლობა, ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები და ამით კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით.

ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან ეს ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებულების ნდობის გაძლიერებას გამოძიების მიმართ და თუნდაც უკვე ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ჩვენი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელი, უკვე წარმატებაა. დანარჩენს სასამართლო განხილვა დაგვანახებს“, - უთხრა „ინტერპრესნისუსს“ ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა გამოძიების მასალების გადაცემაზე უარს ეუბნება ზვიად გამსახურდიას ოჯახს. საქმის გამოძიება 25 წელია გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG