Accessibility links

site logo site logo

თბილისში, უკრაინის საელჩოში გაიხსნა საარჩევნო უბანი


31 მარტს 8:00 საათიდან თბილისში, უკრაინის საელჩოში საარჩევნო უბანი გაიხსნა. უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა თბილისის დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ.

საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა უკრაინაშიც. არჩევნებში მონაწილეობისთვის 39 კანდიდატია რეგისტრირებული. არჩევნებისათვის შექმნილია 199 ოლქი, 29888 საარჩევნო უბნით, გარდა ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება 2344 საერთაშორისო დამკვირვებელი. კანდიდატებს გამარჯვებისათვის ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმის მოგროვება სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG