Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ სააკაშვილს უწოდა რეფორმატორი, რომელმაც კორუფცია დაამარცხა


უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რომელიც ამ პოსტზე ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება უკრაინაში, რადგან იგი „იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში“. რაც შეეხება საქართველის ექსპრეზიდენტის როლს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის მთავარი დამსახურება ისაა, რომ მან შეძლო საქართველოს რეფორმირება და კორუფციის დამარცხება.

ვლადიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება გააკეთა საარჩევნო უბანზე, სადაც მან ხმა მისცა. საკუთარი არჩევანი გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ იგი არჩევნებისგან ელოდება „თავის და უკრაინის გამარჯვებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG