Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ჭრილობა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული. პაციენტის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG