Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილი აღარ აპირებს 1 აპრილს უკრაინაში დაბრუნებას


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ადრე განაცხადა 1 აპრილს უკრაინაში დაბრუნების გეგმებზე, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეარხის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში თქვა, რომ ამის გაკეთებას აპირებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არ გავიდოდა მეორე ტურში. 2015 წელს სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის საოლქო ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში, ორი წლის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით ჩამოერთვა ეს მოქალაქეობა. სააკაშვილს 2021 წლამდე აქვს აკრძალული უკრაინაში შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG