Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმერეთში მეორე დღეა ძლიერი ქარია


ძლიერმა ქარმა ორი მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა.
ძლიერმა ქარმა ორი მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა.

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ორი მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

31 მარტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 42 შეტყობინება შევიდა. აქედან, ყველაზე მეტი, 13 გამოძახება ქუთაისში დაფიქსირდა.

ძლიერმა ქარმა რეგიონში 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა. წყალტუბოს სოფლებში ქვილიშორსა და რიონში სახურავები გადახადა სასწავლო დაწესებულებების შენობებს. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ თუნუქთან ერთად, ხის ძელებიც მოგლიჯა. შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

როგორც წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, რადგან საკლასო ოთახების მხარეს სახურავი არ დაზიანებულა, და მოსწავლეებსა და პედაგოგებს საფრთხე არ ექმნებათ.

XS
SM
MD
LG