Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხალისეობრივი გამოკვლევა: ტყვიის მაღალი შემცველობა სამშენებლო მასალებში, სუნელებში, სათამაშოებში


მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, სამშენებლო მასალებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სათამაშოებსა და სურსათში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

სისხლის ტყვიის გამომწვევი წყაროების დასადგენად მოხალისეობრივმა ჯგუფმა გამოკვლევა იანვარში დაიწყო. თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან აიღეს 268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯები. ლაბორატორიული ანალიზის პასუხები 2 აპრილს გამოქვეყნდა.

ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა სუნელებში, კერძოდ ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა.

"ეს იყო ფართო სპექტრის სინჯი და უამრავი რამ შედიოდა მასში. როგორც სამშენებლო მასალა, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, ქიმიური საყოფაცხოვრებო საშუალებები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, საოჯახო ნივთები, როგორიცაა კერამიკური ნაკეთობები თუ საძინებლის ატრიბუტები და ასევე სურსათი. ეს პროდუქტები იყო მრავალფეროვანი. შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია. ამასთან, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. საკვები პროდუქტებიდან აღმოჩნდა სუნელებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში გამკაცრდა რეგულაციები სუნელებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც მივაგენით ყვითელ ყვავილში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას. ამასთან, ჩვენს მიერ გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია", - აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG