ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში მეორე დაიბარა ამ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის ელჩი, ალექსანდრ ზმეევსკი, რუსეთის დიპლომატებისთვის განკუთვნილი ბინების იჯარაში გადაცემასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე.
ამის თაობაზე საუბარია ჩეხურ გამოცემა Deník N-ში 1 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გასულ თვეში ჩეხურ მედიაში გამოჩნდა ცნობა, რომ რუსეთის საელჩო ჩეხეთში შემოსავალს ღებულობს პრაღის ერთ-ერთ რაიონში, დიპლომატებისთვის განკუთვნილი, ორასამდე ბინის გაქირავებით.
ირკვევა, რომ ბინები, რომელიც ჩეხეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, რუსეთის საელჩოს უვადოდ გადაეცა დიპლომატების სარგებლობისათვის ჯერ კიდევ 1989 წელს, კუმინიზმის დაცემის წინ.
გამოცემა Deník N-ის ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკმა შეხვედრის დროს რუსეთის ელჩისგან მოითხოვა, რათა მოკლე ხანში გადაიჭრას პრობლემა, რომელიც დიპლომატთათვის განკუთვნილი ბინების იჯარას და ამის გამო წამოჭრილ გაუგებრობას და ზოგიერთი მობინადრის მხრიდან საჩივარსაც, უკავშირდება.
მინისტრი პეტრიჩეკი ჩეხეთის მთავრობაში რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილ ერთ-ერთი გამორჩეულ მინისტრად ითვლება.
გასული წლის დეკემბერში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით.