Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს ბრალდებას, რომ ირანში სამაშველო სამუშაოებს აფერხებს ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციები


წყალდიდობა ირანში, ფოლდოხტარ-ლორესტანის პროვინციაში
წყალდიდობა ირანში, ფოლდოხტარ-ლორესტანის პროვინციაში

აშშ უარყოფს ირანისა და ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ბრალდებას, რომ მისი სანქციები აფერხებს სამაშველო სამუშაოებს ირანში ძლიერი წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონების დასახმარებლად.

თავის მხრივ, აშშ თეირანს ადანაშაულებს არასწორად მოქმედებაში კრიზისთან გასამკლავებლად. როგორც სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 2 აპრილის განცხადებაში აღნიშნავს, წყალდიდობა კვლავ ცხადჰყოფს ირანის მმართველი რეჟიმის არასწორ პოლიტიკას ურბანული დაგეგმარებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის მხრივ.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა და ირანის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა გამოთქვეს შეფასება, რომ აშშ-ის სანქციები აფერხებს ჰუმანიტარულ დახმარებას. წყალდიდობამ, სულ ცოტა, 47 ირანელის სიცოცხლე შეიწირა და ათობით დასახლება დატბორა.

XS
SM
MD
LG