Accessibility links

site logo site logo

მარტვილის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია


მარტვილის მამათა მონასტერის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრველებს. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG