Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად სპეციალური საშვი დასჭირდებათ


ახალგორი
ახალგორი

ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაში დაიწყო საბუთების მიღება იმ მოქალაქეებისგან, რომლებსაც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას მისცემენ მხოლოდ სპეციალური საშვებით.

დღემდე ახალგორელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უშვებდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტებითაც. მიმოსვლის წესი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა შეცვალა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება სულ უფრო მეტ ბარიერს ქმნის იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელი შეუშალოს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარზე" ერთადერთი, ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორში აქვს გახსნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG