ბრიტანელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის იძულებას, ევროკავშირს სთხოვოს ბრექსიტის პროცესის გახანგრძლივება, რათა თავიდან იქნეს აცილებული 12 აპრილს ევროკავშირიდან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გასვლა.
იმისათვის, რომ კანონად იქცეს, ამ ზომას ახლა პარლამენტის ზედა პალატა, ლორდთა პალატაც უნდა მიემხროს.
საბოლოოდ ევროკავშირზეა დამოკიდებული, დათანხმდეს თუ არა ბრექსიტის გადავადებას.
თემთა პალატაში კანონპროექტის მომხრეებმა ერთადერთი ხმით აჯობეს მოწინააღმდეგეებს - კენჭისყრის შედეგი იყო 313 მომხრე 312-ის წინააღმდეგ. მანამდე, იმავე დღეს მეიმ და ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა გამართეს მოლაპარაკება კომპრომისის მოსაფიქრებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრექსიტი ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე.