Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია მფრინავი ქალის საქმეზე: ვიმოქმედე როგორც პასუხისმგებლიანმა უწყების ხელმძღვანელმა


„2017 წელს ეს ქალბატონი [ეკატერინე ქვლივიძე] თავდაცვის ძალების გადაწყვეტილებით მივლინებული იქნა კაპიტნის საკარიერო კურსებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში და დისკრიმინაცია რომ იყოს ქალბატონის, ქალბატონს ხომ არ გაუშვებდნენ ამ საპასუხისმგებლო საქმეზე?!“-, განაცხადა თავდაცვის მისნიტრმა ლევან იზორიამ მფრინავი ქალის ეკატერინე ქვლივიძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დეპუტეტის შეკითხვის პასუხად.

მისი სიტყვებით, ამ კურსის განხორცილება აშშ-ს დაუჯდა 51 ათასი დოლარი. მან ასევე გაირა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს დაუჯდა რამდენიმე ათეული ათასი დოლარი. მივლინების წინ თითოეულ სამხედროსთან ფორმდება სამივლინებო კონტრაქტი, რომელშიც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც.

„კონტრატის მიხედვით, თუ მას 6 თვეზე მეტი ხნით უწევს მივლინებით ყოფნა და თუ ეს ამხელა თანხებთან არის დაკავშირებული ის ვალდებულია 8 წელი იყოს თავდაცვის ძალებში და ემსახუროს თავდაცვის ძალებს. მას ჩამოსთვისთანავე შესთავაზეს ზუსტად იგივე თანამდებობა რა თანამდებობაზეც იყო. თუმცა 4 თვის შემდეგ, პირადი სურვილით, მიუხედავად იმისა, რომ მან მოაწერა ხელი გაფრთხილებას, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარი, მაინც მოაწერა ხელი და ეს ყველაფერი ხდება ერთ წლის წინ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი სიტყვებით ამ ერთი წლის განმავლობაში არც თავდაცვის უწყებაში არც მის გარეთ მას დისკრიმინაციის შესახებ არავისთვის მიუმართავს.

„ნატოს სტანდარტია და ამის დამკვირდებას ვცდილობთ, რომ სამხედრო სამსახური უნდა იყოს ვალდებულებებთან დაკავშირებული, მათ შორის გარკვეული წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალებმა ვიმოქმედეთ სწორედ ამ სტანდარტით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას თქმით, ის მზად არის შეხვდეს ეკარეტინე ქვლივიძეს, რათა მეტი დამაჯერებლობისთვის მის პოზიციას გაეცნოს.

ყოფილი სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ სამინისტრომ კონტრაქტის შეწყვეტის გამო მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საქმე უკან გაითხოვოს.

კონტრაქტის ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო სამინისტრო ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის - 28 000 ლარის - გადახდას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG