Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია: მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა?  არა!


ლევან იზორია
ლევან იზორია

„კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში.

თქვენ ჩემი პოზიცია იცით, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატოსთვის ეს საფრთხე არის მწვავე.

შესაბამისად, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“,- განაცხადა ლევან იზორიამ. „სამთავრობო საათის“ ფარგლებში იგი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG