Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა კონგრესმენებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მოამზადეს


ჯერალდ კონოლის და დავით ზალკალიანის შეხვედრა ვაშინგტონში
ჯერალდ კონოლის და დავით ზალკალიანის შეხვედრა ვაშინგტონში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთად აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელა პალატაში წარადგინა ნატოს დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოსა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი კონგრესმენების მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის თანახმად, ნატომ გასწია ძალისხმევა, რათა შეაჩეროს რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში უკანონო შეჭრის და ოკუპაციის საპასუხოდ და განაგრძობს გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკას ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ევროპაში თავისუფლების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

რეზოლუციის ინიციატორს, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის ვაშინგტონში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესმენმა კონოლიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეულ ძალისხმევას და მხარდაჭერა გამოხატა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ.

ჯერალდ კონოლის განცხადებით, ნატოს ორი მთავარი მიმართულებაა კოლექტიური თავდაცვა და საერთო ღირებულებები - დემოკრატიული განვითარება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლის უზრუნველყოფა და საქართველო ასეთი ქვეყანაა.

XS
SM
MD
LG