Accessibility links

site logo site logo

თავდაცვის სამინისტრო ეკატერინე ქვლივიძის მიმართ სარჩელს გამოითხოვს


თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძის მიმართ სასამართლოდან სარჩელს გამოიხმობს - ამ შედეგით დასრულდა ეკატერინე ქვლივიძის შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან.

"ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული. თავდაცვის სამინისტრო სარჩელს გამოიხმობს. პარალელურად, ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით მექნება საშუალება, რომ სამოქალაქო განხრით ვიფრინო, ჩემი კვალიფიკაცია შევინარჩუნო. ასევე, მზაობა გამოვხატე, რომ გორში, სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეულმა სპეციალისტმა ლექციები ჩავატარო და მომავალ თაობას ვასწავლო. როგორც კი პრაქტიკული ფრენების განხორციელების საშუალება მექნება, როგორც მფრინავს, თავდაცვის სამინისტროში დავბრუნდები და აღვდგები, როგორც სპეციალისტი სამხედრო კადრი. ცუდია, რომ აქამდე ვერ შედგა ჩვენი მოლაპარაკება, ამა თუ იმ ფაქტორების გათვალისწინებით. დღევანდელი მოლაპარაკება გონივრული და შედეგზე ორიენტირებული იყო", განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ეკატერინე ქვლივიძემ.

კონტრაქტის ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო სამინისტრო ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის - 28 000 ლარის - გადახდას ითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG