Accessibility links

site logo site logo

ტრამპის ადვოკატები ებრძვიან დემოკრატთა მოთხოვნას პრეზიდენტის გადასახადების დოკუმენტაციაზე


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატები ებრძვიან დემოკრატთა ხელმძღვანელობით მოქმედი, წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მოთხოვნას მათ წარედგინოთ პრეზიდენტის მიერ გადასახადების გადახდის ექვსწლიანი ისტორია და აცხადებენ, რომ ეს "სახიფათო პრეცედენტს" შექმნის.

"მისი კერძო გადასახადების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა არ პასუხობს მოქმედ კანონს, არ უწყობს ხელს არანაირ რეალურ საკანონმდებლო მიზანს და აჩენს აუდიტის ჩვეულებრივ პრაქტიკაში ჩარევის საფრთხეს" - განაცხადა ტრამპის ადვოკატმა, უილიამ კონსოვოიმ 5 აპრილს. "დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადასახადების კანონების ადმინისტრირების პოლიტიზების ეს არამართებული მცდელობა წარუმატებელი იქნება" - დასძინა მან.

კონსოვოის თქმით, შიდა შემოსავლების სამსახურს არ შეუძლია კანონიერად წარადგინოს ასეთი ინფორმაცია, ხოლო მისი იძულება "სახიფათო პრეცედენტს შექმნის".

ბოლო ოთხ ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში, ტრამპი იყო პირველ კანდიდატი მსხვილი პარტიიდან, რომელმაც 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას არ გამოაქვეყნა თავისი საგადასახადო მონაცემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG