Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიღომში აფეთქების გამო დაზარალებულთა ნაწილმა ღამე სასტუმროში გაათენა


საცხოვრებელი სახლი დიღმის მასივში, სადაც 7 აპრილს აფეთქება მოხდა
საცხოვრებელი სახლი დიღმის მასივში, სადაც 7 აპრილს აფეთქება მოხდა

თბილისის დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანიდან ერთი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა იმ ბინაში, სადაც სავარაუდოდ, დაგროვილი ბუნებრივი გაზი აფეთქდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს 35%-იანი დამწვრობა აქვს. შედარებით მსუბუქად დაშავდა კიდევ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეხუთე კორპუსში აფეთქება 7 აპრილს მოხდა. შენობის მდგრადობის შემოწმებამდე კორპუსი დაატოვებინეს ოცზე მეტ ოჯახს. ნაწილი გადაიყვანეს სასატუმროში, სადაც მათი დროებით ცხოვრების ხარჯებს მერია აანაზღაურებს, ნაწილმა კი თავი ნათესავებს შეაფარა.

აფეთქების გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 7 აპრილსვე გამოკითხა კორპუსის მცხოვრებნი და კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები დღეს გაგრძელდება.

აფეთქებამდე საცხოვრებელ კორპუსში იგრძნობოდა გაზის სუნი, რის გამოც მობინადრეებმა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. აფეთქება ადგილზე მათ მისვლამდე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG