უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი ემზადება არჩევნების მეორე ტურის წინ საჯარო დებატის 19 აპრილს ჩასატარებლად და არა 14 აპრილს, რასაც ემხრობა მისი მეტოქე, მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პორშენკო.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ზელენსკი მხარდამჭერებს თხოვს მოამზადონ შეკითხვები, რომლებსაც ის პოროშენკოს დაუსვამს „19 აპრილის“ დებატების დროს. ზელენსკის არ უხსენებია მოქმედი პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება 14 აპრილის შესახებ.
ხოლო უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია და საზოგადოებრივი ტელევიზია აცხადებენ, რომ კანონით, დებატები უნდა ჩატარდეს 19 აპრილს ტელესტუდიაში და არ სტადიონზე, რასაც ამჟამინდელი გეგმა ითვალისწინებს.
ზელენსკიმ გასულ კვირაში შესთავაზა პოროშენკოს პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო დებატის კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე გამართვა. მას თარიღი არ დაუსახელებია. პრეზიდენტი დათანხმდა სტადიონზე დებატს, ხოლო 7 აპრილს ტელეკომპანია „უკრაინის“ ეთერში თქვა, რომ დებატი ჩატარდება 14 აპრილს და მასზე იწვევს ყველა ტელეარხსა და მაყურებელს.
შოუმენმა და პოლიტიკურმა დებიუტანტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 31 მარტს არჩევნების პირველ ტურში აიღო ხმების 30%-ზე მეტი, პოროშენკოს 16%-მდე ერგო. პრეზიდენტის ვინაობას გამოავლენს არჩევნების მეორე, 21 აპრილის ტური.