Accessibility links

site logo site logo

სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმებულია


80 მომხრე, 8 - წინააღმდეგი. გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა 8 აპრილს ხელმეორედ უყარა კენჭი.

ორი მოსმენით დამტკიცებულმა კანონპროექტმა, რომლის ინიციატორი მთავრობაა, 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭისყრისას საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში მიზეზად ის დაასახელეს, რომ სხდომათა დარბაზში ცუდი აკუსტიკის და ხმაურის გამო, დეპუტატების ნაწილმა ვერ გაიგო რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი. ამ არგუმენტს უპასუხისმგებლოს უწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

კანონპროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატები უნდა მიიღონ მოსწავლეებმა, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, მოსწავლეებმა, რომლებიც გამოცდაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს ატესტატის მოსაპოვებლად საჭირო შეფასება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG