Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას


მოქალაქეები მემორიალთან სანთლებით და ყვავილებით მიდიან.
მოქალაქეები მემორიალთან სანთლებით და ყვავილებით მიდიან.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან პატივს მიაგებენ 1989 წელს, საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის მსხვერპლთ.

მოქალაქეები მემორიალთან სანთლებით და ყვავილებით მიდიან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარმა თბილისში იმსხვერპლა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის 21 მონაწილე, უმეტესად ქალები. დაშავდა ასობით ადამიანი.

ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG