Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა ქვეყნის საიდუმლო სამსახურის უფროსის, რენდოლფ ალესის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ეს მოხდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა კირსტენ ნილსენი, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელი.

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის თანახმად, ალესის პოსტს მაისის თვეში დაიკავებს საიდუმლო სამსახურის სტაჟიანი თანამშრომელი ჯეიმს მიურეი.

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ასევე, რომ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელი კევინ მაკალინანი დროებით დაიკავებს შიდა უსაფრთხოების მინისტრის პოსტს ნილსენის გადადგომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG