Accessibility links

site logo site logo

"კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი რუსეთის კოლონიიდან გათავისუფლდა


კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ მულუხოვი(ონიანი), მეტსახელად ტარო რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე კოლონიიდან გათავისუფლდა და მის შემდგომ ბედს სამართალდამცავები გადაწყვეტენ - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.

მისი ინფორმაციით, ტარიელ მულუხოვს სასჯელის ვადა ამოეწურა და კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. ტარიელ ონიანს 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი გამოსასყიდის მისაღებად მოსკოველი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით.

კოლონიიდან ონიანის გათავისუფლებამდე რუსული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ცნობები, რომ მას რუსეთის ტერიტორიიდან გააძევებენ, რადგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არ არის.

რუსული მედია ადვოკატებზე დაყრდნობით წერდა იმასაც, რომ ონიანს არც საქართველოს მოქალაქობა აქვს და კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში გამგზავრებას გეგმავს.

1952 წელს, ტყიბულში დაბადებულმა ტარიელ ონიანმა, რომელიც ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა, საქართველო წლების წინ დატოვა. 80-იან წლებში სარგებლობდა მოსკოვში ყველაზე ავტორიტეტული „კანონიერი ქურდის“ სტატუსით. ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტარიელ ონიანი ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო. ესპანეთში ონიანი ბრალდებული იყო ფულის გათეთრებაში, თუმცა, მართლმსაჯულებისგან გაქცევა შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG