ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შეეტანა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.
9 აპრილს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში როჰანიმ "შეცდომა" უწოდა ვაშინგტონის ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ "გლობალური ტერორიზმის ლიდერს" აშშ წარმოადგენს. "რატომ აძლევთ თავს უფლებას ტერორისტები უწოდოთ რევოლუციურ ინსტიტუტებს?" - იკითხრა როჰანიმ და დასძინა, აშშ-ს სურს "ტერორისტული ჯგუფები გამოიყენოს რეგიონის ერების წინააღმდეგო".
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაემატება სახელმწიფო დეპარტამენტში უცხოეთის ტერორისტული ორგანიზაციების სიას. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებას უწოდებს ტერორისტულ ორგანიზაციას.