Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალები დაიწყო

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე მასპინძელი გუნდების გამარჯვებით დასრულდა. ლონდონში „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ სიტის“ მინიმალური ანგარიშით მოუგო. „ლივერპულმა“ კი პორტუგალიის „პორტუს“ აჯობა - 2:0. ეს გამარჯვება მეოთხასე იყო ინგლისელთა დამრიგებლის იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერაში.

საპასუხო მატჩები 17 აპრილს გაიმართება. იქამდე კი, საქმეში მეოთხედფინალის დარჩენილი ორი წყვილიც ჩაებმება. 10 აპრილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს, „აიაქსი“ კი ამსტერდამში დაუპირისპირდება „იუვენტუსს“.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG