Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა


სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავზე დატანილია ქართველი პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

სწორედ ეს ფრაზა წარმოთქვა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

„(ევროპის საბჭოს სასახლის წინ) ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“,- განაცხადა სტრასბურგში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG