უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მიიღო თავისი მეტოქის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება, საარჩევნო დებატები გაიმართოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე. მაგრამ ჯერჯერობით არ არის გარკვეული დებატების თარიღი. დღეს სტადიონზე შეხვედრისას პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დებატები შედგება 14 აპრილს, 14 საათსა და 14 წუთზე. „როგორც ბატონმა ზელენსკიმ თქვა, უნდა იყოს სტადიონი. ჰოდა იყოს სტადიონი. აქ დაგელოდებით,“ დასძინა მან. „ეს იდეა, რომ სტადიონზე დავპირისპირებოდით ერთმანეთს, ჩემი არაა... ეს ინიციატივა ვოლოდიმირ ზელენსკისგან მოდის. თავიდან გაოცებული ვიყავი, მაგრამ მერე დავთანხმდი,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. თავდაპირველად ორივე კანდიდატი დათანხმდა დებატების ჩატარებას, მაგრამ ისინი ვერ თანხმდებოდნენ ადგილსა და დროზე. პოროშენკომ ადრე თქვა, რომ დებატები 14 აპრილს უნდა ჩატარდეს, ზელენსკი კი 19 აპრილს უჭერს მხარს და დებატების სტადიონზე გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
პოროშენკომ მიიღო ზელენსკის წინადადება, საარჩევნო დებატები გაიმართოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე
ყველაზე პოპულარული
1