Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: გამორჩეული მთაწმინდისთვის გამორჩეული ლადო კახაძე შევარჩიეთ


„გამორჩეული უბნისთვის ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის წარდგენისას.

„ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის არის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე - მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და ჩემთვის პირადად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასაფასებელი თვისება.

მე დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და საქართველოს პარლამენტში მთაწმინდელებს გეყოლებათ ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თავის გამოსვლაში პრემიერმა ასევე დადო პირობა, რომ ხელისუფლება ხალხს სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს დაანახებს.

„შარშან ჩვენ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პირველ ტურში ჩვენი მოქალაქეებისგან მივიღეთ კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენგან ელოდება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს და მე მსურს შეგპირდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად ვუზრუნველყოფთ სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ „ერთსულოვნებითა და მუხლჩაუხრელი შრომით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG