Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შეხვედრის თარიღი კვლავ უცნობია


ანაკლია
ანაკლია

საქართველოს მთავრობაში კვლავ ადასტურებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორებთან შეხვედრის მზადყოფნას, თუმცა, თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

„ახლა მოლაპარაკება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ინვესტორ ბანკებთან თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს“ - უთხრა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ინვესტორებთან შეხვედრა აუცილებელია, რათა მთავრობა მათი მოთხოვნების დეტალებში გაერკვეს და პოზიციები შეჯერდეს. ცქიტიშვილს იმედი აქვს, რომ შეხვედრა აპრილში გაიმართება.

„ასეთი მოლაპარაკების შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რომელი პოზიციის დათანხმება იქნება ჩვენთვის მისაღები. შეხვედრა სწორედ იმას ემსახურება, რომ პოზიციები შეჯერდეს და კომპრომისები გამოიძებნოს, რისი სურვილიც ჩვენ გვაქვს“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველის მთავრობის მიერ დაქირავებული საერთაშორისო იურიდიული კომპანია white&case-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG