Accessibility links

site logo site logo

13 არასამთავრობო ორგანიზაცია ნათია კაპანაძეს მხარდაჭერას უცხადებს


არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნას განცხადებით გამოეხმაურენენ.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია მას მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ აჭარის ტელევიზია მისი დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი - მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში.

„დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით დააკვირდებიან აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს. მათი განცხადებით, იმედია, საჯარო განხილვაში მონაწილეობის უფლება მათაც მიეცემათ,

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ISFED.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG