Accessibility links

site logo site logo

ნათია კაპანაძე მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას გამოეხმაურა


ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა უკვე აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით“, - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის ორი წევრის მიერ მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას.

როგორც ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტელევიზიამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა. გაგრძელებასაც მსგავსი სტანდარტით გეგმავენ.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია, პროცესები, რაც ვითარდება დამოუკიდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები. გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა“, - უთხრა ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორი წევრი ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს და მისი იმპიჩმენტის მომხრეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG