Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ-ს უყენებს პირობებს მესამე სამიტის ჩასატარებლად


ჰანოი, 2019 წლის 28 თებერვალი: აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი მეორე სამიტის დროს
ჰანოი, 2019 წლის 28 თებერვალი: აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი მეორე სამიტის დროს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის განცხადებით, ის მზადაა მესამედ შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაგრამ გარკვეული პირობებით.

„მოთმინებით დაველოდებით წლის ბოლომდე აშშ-ის მხრიდან გაბედული გადაწყვეტილების მიღებას“ - განაცხადა კიმ ჩენ ინმა, რის შესახებაც იუწყება ჩრდილოეთ კორეის მედია.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, კიმმა თებერვალში ტრამპთან სამიტის ჩაშლის მიზეზად დაასახელა აშშ-ის ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებმაც, მისი აზრით, საეჭვო გახადა ვაშინგტონის სურვილი, მართლაც გამოსწორდეს ორმხრივი ურთიერთობა.

ჩრდილოეთკორეელი ლიდერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტთან მისი პირადი ურთიერთობა კვლავინდებურად კარგია და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ერთმანეთთან წერილობით კავშირის დამყარება.

ტრამპმა 11 აპრილს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ვაშინგტონში შეხვედრისას გამოთქვა მზადყოფნა, მესამე სამიტზე შეუთანხმდეს ჩრდილოეთკორეელ ლიდერს. მისივე თქმით, ვაშინგტონი ძალაში დატოვებს ფხენიანის მიმართ მოქმედ სანქციებს.

XS
SM
MD
LG