Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა


სალომე ზურაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტი დილიდან მხარის რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.

მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილი სოფელ მუსხში ერთერთ მეწარმეს ესტუმრება.

14 აპრილს, სალომე ზურაბიშვილი ახალციხიდან ახალქალაქში გადაინაცვლებს, სადაც ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით,პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG