Accessibility links

site logo site logo

სოლიდარობის ქსელი შრომით უფლებებზე მომუშავე აქტივისტებთან ერთად სამოქმედო გეგმას დაწერს


13 აპრილს სოლიდარობის ქსელი გამართავს ღია სამუშაო შეხვედრას შრომით უფლებებზე მომუშავე ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით.

შეხვედრაზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა საქართველოში შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

როგორც სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელმა, ნენო ჩარკვიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ აქტივისტს, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში დაცული იყოს დასაქმებული ადამიანის უფლებები:

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევიმუშაოთ შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. მიუხედავად, იმისა, რომ შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა, ფაქტია, რომ მასში კვლავ რჩება არაერთი ხარვეზი, რაც საბოლოოდ, იწვევს როგორც შრომის უფლებების უხეშ დარღვევას, ისე ფატალურ შემთხვევებს“.

სოლიდარობის ქსელი მიერ მოთხოვნილ ცვლილებებს შორისაა:

  • 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • სამუშაო კვირაში მინიმუმ ერთი დღის დასვენებად გამოცხადება;
  • ზეგანაკვეთური სამუშაოს მაქსიმალური ზღვარის დაწესება.

გარდა ამისა, სოლიდარობის ქსელი მოითხოვს, რომ ნაცვლად 2019 წლის პირველი სექტემბრისა, შრომის ინსპექციას მიენიჭოს უფლება დაუყოვნებლივ დაიწყონ დაუგეგმავი ინსპექტირების განხორციელება.

სოლიდარობის ქსელი წარმოადგენს დამოუკიდებელ პროფკავშირს, რომელიც მომსახურების სფეროში დასაქმებულებს აერთიანებს და იბრძვის მათი შრომითი, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG