თბილისში, ფილარმონაში მიმდინარეობს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“-ს შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან მოძრაობის დამფუძნებლები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები. შეკრებილებს შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი.
მანამდე მოძრაობის ლიდერმა, პოეტმა დავით მაღრაძემ საზოგადოებას მოუწოდა “თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში“ გაერთიანებისკენ და 13 აპრილს ფილარმონიის დარბაზში მიიწვია ყველა, “ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია“.